გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი მიმდინარე წლის 15 აპრილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას, ასევე, 21 წლის ოთარ კ. დანით დაჭრეს.
შსს–ს ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა კი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ ფ. თბილისში, ხიდისთავის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





