“რაც შეეხება ე.წ. კვერცხის მსროლელებს, კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ, ქვეყნის კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი ერთმანეთს მშვიდ პირობებში შეეჯიბროს. ერთი პლაკატის ზემოდან მეორე პლაკატის გადაკვრაც კი არ არის ისეთი კულტურული საქციელი, რომელიც რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. ჩვენ ვაშენებთ საქართველოს, სადაც არჩევნების კვირადღე იქნება საზეიმო, მაგრამ ეს ამავე დროს უნდა გახდეს ერთი ჩვეულებრივი, ბანალური, კარგ ხასიათზე მყოფი მოქლაქეების დღე, როდესაც ადამიანი საუზმის თუ სადილის შემდეგ მიდის და ხმას აძლევს რჩეულს. ამ პოტენციურ რჩეულებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მოქალაქეს დაანახონ, ვინ ვის სჯობია. ასე იყო ყოველთვის დემოკრატიულ საზოაგდოებებშიც და ამისკენ მივისწრაფით ჩვენც”, – განაცხადა წულუკიანმა.





