ნეტგაზეთი | ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – Netgazeti

ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 27 მაისს ვ.ა-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

პოლიციამ ვ.ა. 28 მაისს დააკავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com