ახალი ამბები

ფანჯიკიძე: აბაშიძე კარასინთან შეხვედრას ჟურნალისტების დაკავების თემით დაიწყებს

15 აპრილი, 2014 • • 1008
ფანჯიკიძე: აბაშიძე კარასინთან შეხვედრას ჟურნალისტების  დაკავების თემით დაიწყებს

ეს კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსი ოკუპანტების მიერ “ტვ3”-ის გადამღები ჯგუფის დაკავების საკითხის შეფასებისას  გააკეთა: 


“ჩვენ, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც უკეთესი მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ გაიგოს, თუ რა ხდება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ერთთან, ისე მეორესთან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვიცით, სად წაიყვანეს ჩვენი ჟურნალისტები – სად გადაიყვანეს, რადგან მათთან კონტაქტი ჯერჯერობით არ დამყარებულა. სამწუხაროა ის, რაც მოხდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ვინც აპირებს გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში _ არ გააკეთონ ეს გაუფრთხილებლად და ყოველთვის ასეთი გეგმები შეატყობინონ საგარეო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს”. 

 

“ზურაბ აბაშიძე ჯერ არ ჩასულა პრაღაში. როგორც კი ჩავა, ჩვენ მას დაველაპარაკებით, ინფორმაციას მივაწვდით და ის თავის შეხვედრას ბატონ კარასინთან სწორედ ამ თემით დაიწყებს” – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი