ახალი ამბები

მიხეილ–გელა სალუაშვილმა რეგისტრაციისთვის საჭირო 25 ათასი ხელმოწერა 2 კვირაში შეაგროვა

15 აპრილი, 2014 • • 1070
მიხეილ–გელა სალუაშვილმა რეგისტრაციისთვის საჭირო 25 ათასი ხელმოწერა 2 კვირაში შეაგროვა

 

ეს პოლიტიკური გაერთიანება ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში უკვე დარეგისტრირდა. როგორც ცნობილია, სალუაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა მან მხოლოდ 1376 ხმა  (დათვლილი ბიულეტინების საერთო რაოდნეობის 0,08 პროცენტი) მიიღო. ახლა კი ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭირო 25000 მხარდამჭერის ხელმოწერა მხოლოდ 14 დღეში შეაგროვა.

 

“ჩვენ საარჩევნო სუბიექტად ფიქსირებული პირველი პოლიტიკური გაერთიანება გახლავართ. ჩვენ ცესკოს უკვე ჩავაბარეთ ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, რაც საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისათვის მოგვეთხოვებოდა. საარჩევნო კოდექსით დადგენილია მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერა, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი ჩავაბარეთ.  საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ჩვენ 21 მარტს შევიტანეთ განაცხადი ცესკოში რეგისტრაციის მიზნით, ავიღეთ სპეციალური ბლანკი და 22 მარტიდან მოყოლებული [ვაგროვებდით ხელმოწერებს], ხოლო 5 აპრილს 25 ათას ხელმოწერას გადავცდით, 7 აპრილს შევიტანეთ დოკუმენტები კომისიაში, 8 აპრილს შეამოწმეს და 10 აპრილს დაგვარეგისტრირეს”, – აცხადებს სალუაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ ხელმოწერები მათმა აქტივისტებმა მეტროსადგურებთან, ოფისებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეაგროვეს, მათ შორის რეგიონებშიც.

 

 

 

 

 

“სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა თბილისიდან უნდა დაიწყოს”, – აცხადებს სალუაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი