ნეტგაზეთი | ანქვაბი: აფხაზეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს რუსეთის გარეშე ვერ განვახორციელებთ ანქვაბი: აფხაზეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს რუსეთის გარეშე ვერ განვახორციელებთ – Netgazeti
RU | GE  

ანქვაბი: აფხაზეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს რუსეთის გარეშე ვერ განვახორციელებთ

აფხაზეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თქმით, 2013-2015 წლების საინვესტიციო პროგრამის დასრულებას რუსეთის ფინანსური დახმარების გარეშე აფხაზეთი ვერ შეძლებს. 

“დღეს აფხაზეთში 83 საკურორტო ობიექტია, რომელსაც ტურისტების მიღება შეუძლია. საიმედო ტენდენცია შეინიშნება კერძო სასტუმროების მშენებლობის ტემპში. ყველა სირთულესთან ერთად ეს ინდუსტრია ვითარდება, თუმცა, არა ისეთი ტემპით, როგორსაც ვისურვებდით. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში უკვე განვახორციელეთ 163 დაწესებულების დაფინანსება. შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ რეკონსტრუირებულია და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 13 საბავშვო ბაღს და 21 სკოლას, კულტურულ ობიექტებს, საწარმოებს. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1034 საცხოვრებელ კორპუსს, შეცვლილია 142 ლიფტი, განხორციელდა გზების რეაბილიტაცია, აშენდა სპორტული მოედნები,” – ამბობს ანქვაბი რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრის დროს. აღნიშნულ ინტერვიუს “აფსნიპრესი” აქვეყნებს.

ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

ანქვაბის განცხადებითვე, იმისთვის, რომ საინვესტიციო პროგრამა აფხაზეთში დასრულდეს, რუსეთის ფინანსური დახმარებაა საჭირო.


“მიმდინარე წლის ბოლომდე რეკონსტრუირებული იქნება 5 საავადმყოფო, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, 12 საბავშვო ბაღი, 9 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი, კულტურული დანიშნულების ობიექტები, ქალაქის სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, 7 კულტურული ობიექტი, საბავშვო მოედნები, ფსოუ-სოხუმის საგზაო მონაკვეთი, გაგრის წყალმომარაგების სისტემა. ამ ყველფრის განხორციელებას რუსეთის დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ.”


ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი პროექტებიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია