ახალი ამბები

უკრაინის მთავრობამ აღმოსავლეთში ანტიტერორისტული გეგმა დაამტკიცა

14 აპრილი, 2014 • • 1388
უკრაინის მთავრობამ აღმოსავლეთში ანტიტერორისტული გეგმა დაამტკიცა

უნიანის ცნობით, ალექსანდრე ტურჩინოვმა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს 13 აპრილის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც უნდა მიიღონ დაუყოვნებლივი ნაბიჯები იმ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან. 

 

“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა განახორციელოს ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩაერთვება. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს იმის საშუალებას, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ყირიმის სცენარი გაითამაშოს.” განაცხადა ტურჩინოვმა. 

 

ტურჩინოვის განცხადებით, კონფლიქტი არ არის უკრაინელებს შორის, არამედ ეს არის იმისთვის, რომ უკრაინა დასუსტდეს. თუმცა ამგვარი ქმედებები ასუსტებს თავად, რუსეთს, რომელსაც მთელმა ცივილიზაციამ შეაქცია ზურგი. 

 

უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ნაწილები გაგზავნილი არიან, რომლებიც პრორუსულ აქტივისტებს მისცემენ დროს და იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დანებდებიან სპეცოპერაცია დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი