სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა

სომხეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტის სპიკერი ოვიკ აბრამიანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სააღსრულებო ორგანოს მიერ იყო მოწონებული. ინფორმაციას კავკაზსკი უზელი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრესსპიკერის გაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რესპუბლიკური პარტიის პრესსპიკერის, ედუარდ შარმაზანოვის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტმა ახალ პრემიერს მიანიჭა უფლებამოსილება, თავად დააკომპლექტოს მთავრობა. 

 

მისივე თქმით, სომხეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. 

 

“ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ წინა მთავრობა, პირიქით, უნდა მივიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე. ეს შეეხება როგორც შეთანხმებას საბაჟო კავშირის შესახებ, ასევე, რეფორმებს საგანმანათლებლო და საგადასახადო სფეროებში,”- განაცხადა ედუარდ შარმაზანოვმა.

 

რაც შეეხება ყოფილს პრემიერ-მინისტრს, როგორც შარმაზანოვმა განმარტა, ის საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში განაგრძობს.

ოვიკ აბრამიანი
ოვიკ აბრამიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი