“მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო რაც შეიძლება მტკიცე მომავალი კვირა, რომელიც მიგვიყვანს ბრწყინვალე დღესასწაულამდე,  აღდგომამდე. მინდა თითოეულ ჩვენგანს მორწმუნეებს ვუსურვო, რომ მრავალ, მრავალ ბზობას შევხვედროდით ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან ერთად”-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

დღეს, 13 აპრილს, თავისი მილოცვა ასევე გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა:

 

“დღეს მართლმადიდებელი საზოგადოება ერთ–ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ბზობას ზეიმობს. თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო!”- ნათქვამია მილოცვაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *