ახალი ამბები

2011-2017 წლებში “ექსტრემალურ სელფის” სულ მცირე 259 ადამიანი შეეწირა

5 ოქტომბერი, 2018 • 1394
2011-2017 წლებში “ექსტრემალურ სელფის” სულ მცირე 259 ადამიანი შეეწირა

2011-2017 წლებში “ექსტრემალურმა სელფიმ” სულ მცირე 259 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კვლევა აშშ-ის ეროვნული მედიცინის ინსტიტუტმა ჩაატარა.

კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ, აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოვიდა ინიციატივით,  რომლის მიხედვითაც, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც სელფის გადაღება აიკრძალება. ასეთ ადგილებად ჩაითვლება მთის წვერვალი, მაღალი შენობები და ტბები. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც დაფიქსირდა დაღუპვის ფაქტების უმეტესობა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სელფისთან დაკავშირებული დაღუპვის ფაქტების უმეტესობა ხდება ინდოეთში, რუსეთში, აშშ-სა და პაკისტანში. ტრაგიკული შემთხვევების 72.5%-ში გარდაცვლილი კაცია.

წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი