ახალი ამბები

ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ დაიცავს უმრავლესობას

13 აპრილი, 2014 •
ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ დაიცავს უმრავლესობას

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენთაგანას, წინაშე ღვთისა , ერისა და თავისი სულის წინაშე. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უფლებები უმცირესთა, მცირე ხალხისა, მცირე რელიგიის მქონესი, უმცირესობაში მყოფთა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ დაიცავს უმრავლესობას, ვინ დაიცავს ქართველ ხალხს. ქართელ ხალხს დაიცავს უფალი და გადააფარებს თავის კალთას”- განაცხადა ილია მეორემ . 

 

ილია მეორემ ოჯახზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის თავი ოჯახისა” .

 

“მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა მტკიცე ნებისყოფა მისცეს ცოლსა და ქმარს რათა ღირსეული შვილები, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების და ტრადიციების გამგრძელებლები აღზარდონ”. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობის უფლებების დარღვევის შესახებ ხაზგასმულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშში. 

 

“ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევა რელიგიური უმცირესობების უფლებაში შეკრებისა და თავისუფლად ლოცვისათვის, ამავდროულად, ცენტრალური ხელისუფლების რეაგირება, რომელიც არასაკმარისი იყო”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

ანგარიშში ასევ ხაზგასმულია გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ და ხელისუფლების უუნარობა დამრღვევთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი