ახალი ამბები

უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, კიევში ჯო ბაიდენი გაემგზავრება

13 აპრილი, 2014 •
უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, კიევში ჯო ბაიდენი გაემგზავრება

ჯო ბაიდენის კიევში 22 აპრილს ჩაფრინდება. იგი ყველა მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინას კრიზის დაწყების შემდეგ ეწვევა- წერს “რეიტერი”

 

ბაიდენი პრეზიდენ ობამას მთავარი მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. 

 

“ვიცე პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას ერთიანი და დემოკრატიული უკრაინის მიმართ, რომელიც თავად აკეთებს არჩევანს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით”- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს, 13 აპრილს  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს რუსეთის მხარდამჭერები წინაარმდეგ ოპერაცია, რომლებმაც გუშინ 12 აპრილს პოლიციის სადგური დაიკავეს ქალაქ სლავიანსკიში. 

 

კიევის განცხადებით კი არეულობების ორგანიზატორი მოსკოვია. უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები მისი აგენტების მეშვეობით. მოსკოვი კი თავის მხრივ, კიევს აფრთხილებს არ გამოიყენოს ძალა, რადგან ეს მოლაპარაკების პროცესს ჩიხში შეიყვანს და რა თქმა უნდა, უარყოფს ყველა ბრალდებას. 

 

აშშ-სი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ “დამატებითი შედეგები” იქნება რუსეთთისთვის, თუ ის საკმარისად არ იმუშავებს კრიზისის დეესკალაციაზე და არ გაიყვანს მის ჯარს უკრაიანის საზღვრიდან. 

 

ოთხმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში მომავალ ხუთშაბათს დაიწყება, რომელშიც აშშ, ევროკავშირი, უკრაინა და რუსეთი იქნებიან ჩართულნი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი