“კითხვები ძირითადად ეხებოდა ბუღალტერიას და შესაბამისად სახაზინო კოდებს და რაღაც ბუღალტრულ ნიუანსებს, რომლის შესახებაც ბუნებრივია მე ბევრი არაფერი ვიცი, რაც შეეხება ამ საქმეს, ვვარაუდობ, რომ წინასაარჩევნოდ აუცილებლად “გამოაგდებენ” სითი პარკის თემას. ერთადერთი, მინდა მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ, შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს, ანუ თითოეულ ჩვენგანს, დიდი ვალი დაგვრჩეს გადასახადი, სხვა შემთხვევაში თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, მე ვფიქრობ, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ამ საქმეზე დაკითხვას აღარ ველოდები, ბრალი შეიძლება წამიყენონ, ეგ არ ვიცი. თვითონ გამომძიებლებთან მე, რა თქმა უნდა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როგორც ბატონი ივანიშვილი ამბობს, უკვე მოვახერხეთ და დავმეგობრდით, ნაწილობრივ ტელევიზორსაც ვუყურებდით. მაგრამ ის რაც გარეთ ხდებოდა, გაცილებით უფრო მძიმეა, მძიმე სიმპტომებს შეიცავს. ივანიშვილის და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობით, საქართველო და სამწუხაროდ თბილისი შეიძლება დაემსგავსოს კინოსურათს “ნიუ-იორკის ბანდები” და ამის რეციდივები უკვე არის, ეს კვერცხოსნები და კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა მთავრობამ, ეს შეიძლება უმართავ სიტუაციაში გადავიდეს”.- განაცხადა უგულავამ
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის დროს ადგილზე უგულავას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, თუმცა იქ ასევე მივიდნენ უგულავას მოწინააღმდეგეები, კონკრეტულად კი “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჯერ პოლიციის კორდონი ჩადგა, მოგვიანებით კი პოლიციამ ბარიკატები განალაგა და ტერიტორია ასე გაყო.





