ახალი ამბები

უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, სლავიანსკიში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

13 აპრილი, 2014 •
უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, სლავიანსკიში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

არსენ ავაკოვის განცხადებით,  უსაფრთხოების სამსახურის ყველა რგოლი ჩართულია ანტიტერორისტულ ოპერაციაში. გუშინ 12 აპრილს, შეიარაღებულმა პირებმა აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიციის სადგური და უსაფრთოების სამსახურის შენობა დაიკავეს. პოლიციელის განცხადდებით, შეიარაღებულმა პირება შენობების დასაკავებლად ყუმბარა გამოიყენეს. სლავიანსკი, სადაც შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო შენობები დაიკავეს რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.


კიევის განცხადებით კი არეულობების ორგანიზატორი მოსკოვია. უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები მისი აგენტების მეშვეობით. მოსკოვი კი თავის მხრივ, კიევს აფრთხილებს არ გამოიყენოს ძალა, რადგან ეს მოლაპარაკების პროცესს ჩიხში შეიყვანს და რა თქმა უნდა, უარყოფს ყველა ბრალდებას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი