ახალი ამბები

უგულავა: ჩემი პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ბაბუამისს ასამართლებენ ჩემ გამო

12 აპრილი, 2014 •
უგულავა: ჩემი პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ბაბუამისს ასამართლებენ ჩემ გამო

“მსოფლიოს ყველა ქალაქში არსებობს პარკინგის კონტროლიორები და არავის არ უყვარს ეს, ამიტომ წინასაარჩევნოდ ამ თემის წამოწევა წმინდაწყლის წინასაარჩევნი პროპაგანდაა, მეტი არაფერი, იმიტომ რომ ამით რაღც უნდა ილაპარაკონ, რა პრეტენზიები აქვთ სიმართლე გითხრათ არც ვიცი და არც მაინტერესებს. ჩემი პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ბაბუამისს ასამართლებენ ჩემ გამო. არჩევნებამდე ყველა შხამს, რაც კი ივანიშვილს ავდმყოფ თავში აქვს გარეთ გამოუშვებს. პრობლემა სხვა რამეშია, პრობლემაა ის, რომ ამ შიზოფრენიას ავრცელებს როგორც შავ ჭირს ეს ადამიანი და საბოლოო ჯამში მიდის საზოგადოების დაპირისპირება. ის, რის წახალისებასაც მთავრობა ახდენს მე  ვგულისხმობ ჩასაფრებული ჯგუფების აქეთ-იქეთ სირბილს და კვერცხების სროლას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც ნულოვანი რესურსი დარჩა სხვანაირად კონკურენციაში შევიდეს თავის ოპონენტებთან, არის წერას და შიშს ატანილი. ეს ცუდია ქვეყნისთვის, ტორემ, არც ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს არავინ არ დაეძებს”- განაცხადა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას, სანამ დაკითხვაზე შევიდოდა. 


შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ამ დროისთვის (22:40) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სიტი პარკთან დაკავშირებით იკიტხება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერები არიან შეკრებილი,  თუმცა ადგილზე მივიდნენ უგულავას მოწინააღმდეგეები, კონკრეტულად კი “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოხდა დღეს ზუგდიდშიც სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია გამართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი