ახალი ამბები

შეიარაღებულმა პირებმა სლავიანსკიში პოლიციის შენობა დაიკავეს

12 აპრილი, 2014 •
შეიარაღებულმა პირებმა სლავიანსკიში პოლიციის შენობა დაიკავეს

პოლიციელის განცხადდებით, შეიარაღებულმა პირება შენობების დასაკავებლად ყუმბარა გამოიყენეს. სლავიანსკი, სადაც შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო შენობები დაიკავეს რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა თავმდამსხხმელებს ტერორისტები უწოდა და განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა უნდა უპასუხოს შეტევას. სახელმწიფო შენობები აღმოსავლეთ უკრაინის არაერთ სხვა ქალაქში დაიკავეს რუსეთი მხარდამჭერებმა, კიევის განცხადებით კი არეულობების ორგანიზატორი მოსკოვია. უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები მისი აგენტების მეშვეობით.

 

პოლიციელის განცხადებით, დაახლოებით 6-7 უცნობი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც ჰაერში გაისროლეს და პოლიციის დეპარტამენტის შტურმით აღებას შეეცადნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პასუხი ძალიან მკაცრი იქნება რადგან “მომიტინგეებსა და ტერორისტებს შორის დიდი განსხვავებაა” უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციის შენობის დაკავების მიზანი, იქ დაცული იარაღის ხელში ჩაგდებაა. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ავრცელებს ინფორმაცია, რომ რეგიონული პოლიციის შენობების დაკავების მცდელობაა დონეცკის რეგიონის კიდევ ორ ქალაქში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი