ახალი ამბები

ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” აქციის დროს მომხდარი ინციდნეტის გამო, შსს-ს არავინ დაუკავებია

12 აპრილი, 2014 • • 944
ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” აქციის დროს მომხდარი ინციდნეტის გამო, შსს-ს არავინ დაუკავებია

დღევანდელ აქციაზე, “ნაციონალურ მოძრაოაბას” მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარ კანდიდატები უნდა წარედგინათ თუმცა აქციის დაწყებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთ ქალს კი, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრობდა წითელი სითხე შეასხეს. მან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს “დროშას ამოფარებული არარაოებები უწოდა”.

 

“ის ადამიანი იყო პროვოკატორი და შევღებე ცითლად, იმიტომ რომ არიან რუსეთის აგენტები და ყოველთვის წითლად შეიღებებიან, იმიტომ რომ ამათი სიმბოლოა წითელი ფერი”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის იმ მონაწილემ, რომელმაც კონტრაქციის მონაწილეს სითხე შეასხა.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ დააკავეს დაპირისპირებაში მონაწილე პირები, როდესაც ასეთ დროს როგორც წესი პოლიცია ადმინისტრაციული წესით დაკავებას მიმართავს ხოლმე, უწყებაში განგვიცხადეს, რომ “ინციდენტი განიმუხტა და არავინ არ დაუკავებიათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი