ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი: შესაძლებელია “ბანკი ქართუ” გაიყიდოს

12 აპრილი, 2014 •
ნოდარ ჯავახიშვილი:  შესაძლებელია “ბანკი ქართუ” გაიყიდოს

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტების უმრავლესობა მეკითხება, იყიდება თუ არა “ქართუ ბანკი” და მე იძულებული ვარ გავცე პასუხი, რომ არ იყიდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი გაყიდვა. იმის შემდეგ რაც აჟიტირებულ თემად იქცა “ქართუ ბანკის” გაყიდვა, არ გაყიდვაზე საუბარი, მითუმეტეს რაც თანაინვესტირების ფონდმა გააკეთა განცხადება, მან  შესაძლო სინვესტიციო აქტუალობა დაკარგა, მე მქონდა საუბარი დამფუძნებელთან და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, იმ პოსტულატიდან გამომდინარე, რომ თუკი იქმნება სერიოზული საინვესტიციო ფონდები და ცენტრი, ამ თვალსაზრისით “ბამკი ქართუს” აქტუალობა დამფუძნებლისთვის მეორე პლანზე გადადის. შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ბანკი ქართუ გაიყიდოს თუკი მსურველი გამოჩნდება”.- განაცხდა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

მისივე თქმით, “ბანკი ქართუ” არ გახდება მთავრეობის მიერ დაგეგმილი პროექტის “საქართველოს განვითარების ბანკის”  ნაწილი. “საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს ეკუთვნის. აღნიშნული კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა. ბანკი არსებული საინვესტიციო ფონდების ბაზაზე შეიქმნება. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი