ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერები არიან შეკრებილი, თუმცა ადგილზე მივიდნენ უგულავას მოწინააღმდეგეები, კონკრეტულად კი “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჯერ პოლიციის კორდონი ჩადგა, მოგვიანებით კი პოლიციამ ბარიკატები განალაგა, რომელიც ამ დრომდე ჰყოფს ტერიტორიას.
გიგი უგულავას მხარდასაჭერად,, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებიან მერიის თანამშრომლები, გამგებლები და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატთა ნაწილი.
