ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობაზე თავდაპირველად არასამთავრობო სექტორთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა, თუმცა დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სახეცვლილი ფორმით შევიდა ამჯერად უკვე მთავრობის ადმაინისტრაციის ავტორობით. არასამტავრობო სექტორის აზრით, კანონპროექტმა ის ეფექტი დაკარგა, რასაც ქვეყანაში ანტიდისკრიმიანციული გარემოს სამართლებრივი ჩარჩოები უნდა შეექმნა. ჟურნალისტების კითხვას, რატომ შეიცვალა კანონპროექტმა ავტორი, წულუკიანმა ასე უპასუხა:
“იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით, რომელთაც მე მინდა მადლობა, შეიმუშავა ანტიდისმკრიმინაციული კანონის პროექტი, რომელიც წარედგინა მთავრობას, სადაც ამ პროექტმა სხვადასხვა ტიპის სახეცვლილება განიცადა. ყველას აზრი იქნა გათვალსწინებული და ჩამოყალიბდა ისე, როგორც ახლა არის. ის, რა თქმა უნდა, სახეცვლილია. რბილად რომ ვთქვა, მცირედ განსხვავებულია იმ პროექტსიგან, რაც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ეს ის კანონპროექტია, როემლიც ერთხმად დავამტკიცეთ მთავრობის სხდომაზე და რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველას მოსაზრება არის გათვალსიწინებული. მთავრობის შიგნით არანაირი დაპირისპირება ამ თემის გარშემო არ ყოფილა. ეს იყო დისკუსია რის შედეგადაც არსებული პროექტი ჩასწორდა და ჩამოყალიბდა”, – აცხადებს წულუკიანი და დასძენს, რომ იგი კანონპროექტის სახეცვლილ ვარიანტსაც უჭერს მხარს, თუმცა ძალიან მოსწონს ის პროექტი, რომელიც უშუალოდ მისმა უწყებამ შექმნა:
“მე ძალიან სუბიექტური ვიქნები, ძალიან მომწონს ის პროექტი, რომელიც ჩვენ შევმიშავეთ არასამთავრობოებთან ერთად, მაგრამ მთავრობა არის ინიციატორი და არსებულ პროექტში ყველას მოსაზრებაა გათვალსწინებული. ამან გამოიწვია ის, რომ ამ ეტაპზე მონიტორინგის ის ინსტიტუტი [თანასწორობის დაცვის ინსპექტორი] რომლის შექმნასაც ჩვენ ვთავაზობდით, როგორც ჩანს, არ შეიქმენება.
იმ პროექტს, რომელიც მთავრობის სდომაზე ერთხამად ჩვენ დავამტკიცეთ მე მხარს ვუჭერ და რატომ: იმის გამო, რომ ეს არის ყველა ვარიანტში წინ გადადგმული ნაბიჯი და ბრამა უნდა ვიყოთ, რომ ეს არ დავინახოთ, იმიტომ, რომ იქ დისკრიმინაციის ნიშნები გაფართოებულია”, – განაცხადა და დასძინა, რომ კანონპროექტში ამჟამად ფიგურირებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და წერია, რომ მათი ამ ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია.
“რა თქმა უნდა, მე ამ კანონპროექტს მხარს თუნდაც ამ მიზეზის გამო ვუჭერ. მომავალი წლების საქმიანობა უკვე ამ კანონის შიგნით ზოგიერთი დებულების დახვეწა იქნება. ეს ცოცხალი დოკუმენტი და პროცესია. ჩვენ საბოლოოდ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საქართველოში განსხვავებული ქცევის და აზრის მქონე ადამიანებს არ ჰქონდეთ არც ძლადობის სურვილი და არც მოტივი, იმიტომ, რომ ეს არის სირცხვილი. განსხვავებული ადმიანის ჩაგვრა არის სირცხვილი. ჩვენ ვართ კულტურული საზოგადოება და კულტურული საზოგადგეობა რომ ვართ, სორედ ამის ხაზგამას ემსახურება ეს კანონპროექტი”, – განაცხადა წულუკიანმა.








