ახალი ამბები

თბილისობის გამო რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

5 ოქტომბერი, 2018 • 1399
თბილისობის გამო რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, “თბილისობის” გამო 5 ოქტომბრის 07:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამასთან, ევროპის მოედნის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება და გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან აუხვევენ მშრალ ხიდზე და ვირსალაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან.

“ავტობუსები N23, N59 და N95 ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად გაივლიან ზაარბრიუკენის მოედანს, მშრალ ხიდს, ვირსალაძის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისინი ბარათაშვილის ხიდიდან ჩაუხვევენ მარჯვნივ და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მოძრაობას გააგრძელებენ ჯერ ხეთაგუროვის ქუჩით, შემდგომ კი დადგენილი სქემით,”-აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი