ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ხინთბა: PACE-მ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია ფაქტების ანალიზის გარეშე მიიღო

11 აპრილი, 2014 • • 1862
ირაკლი ხინთბა: PACE-მ  რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია ფაქტების ანალიზის გარეშე მიიღო

ირაკლი ხინთბა
ირაკლი ხინთბა

“მითზე “ოკუპაციის” შესახებ და ქართული პროპაგანდის სხვა ლოზუნგებზე საუბარი არ მსურს. არ დავკარგოთ ამაზე დრო. ბევრად მნიშვნელოვანია რეზოლუციის ის პასაჟი, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის შედეგები არ აღმოფხვრა. 

 

როგორც მთელ რეზოლუციაში, აღნიშნულშიც რაციონალურობის მწვავე უკმარისობა იგრძნობა. 1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზური მხარისთვის ცდილობდნენ ეთნიკური წმენდის ორგანიზატორის იარლიყი მოეკერებინათ, თუმცა გაეროს არც ერთ დოკუმენტში ეს დახასიათება გამყარებული არ ყოფილა. ჩვენთვის ეთნიკური წმენდის განხორციელების დაბრალებით საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია იგნორირება მოახდინოს აფხაზური მხარის გაბედული ერთმხრივი გადაწყვეტილებისა, – პოლიტიკურ დარეგულირებამდე, აფხაზეთში ათასობით ქართველი დევნილის დაბრუნების შესახებ, რაც ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების პრაქტიკაში უპრეცედენტოა. აფხაზურმა მხარემ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა ომის ჰუმანიტარული შედეგების აღმოსაფხვრელად, – იმის მიუხედავად, რომ ჩავარდა ოთხმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმები 1994 წლის 4 აპრილის შემდეგ დევნილებისა და გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხში.

 

ყველაფერი ეს ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელსაც დაემსგავსა PACE, მათ შორის ქართველი დელეგატების პროვოკაციების გავლენით. თუ PACE-ში სხვა გადაწყვეტილებებიც ასე, ფაქტების ანალიზის გარეშე, ემოციების გავლენითა და გეოპოლიტიკური კომპლექსებით მიიღება, იქნებ საერთოდ დავივიწყოთ ამ უცნაური დაწესებულების შესახებ?”- წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.


10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იყო რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ჯარების მიერ ოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის მონიტორების არდაშვებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების არაღმოფხვრის გამო.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი