ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს

10 აპრილი, 2014 • • 2013
სომხეთის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს

“ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე, სერჟ სარგსიანი აღარ წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე. თუ საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად ჩემი სურვილის საწინააღმდეგო გზა იქნება არჩეული – ვგულისხმობ საპარლამენტო მმართველობის ფორმას, მაშინ მე არც პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ვაპირებ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმა და იმავე ადამიანმა თავის სიცოცხლის განმავლობაში ორზე მეტჯერ არ უნდა მოინდომოს სომხეთის სადავეების მართვა.” 

 

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის კონცეფციის განხილვის დროს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სომხეთის დღევანდელი მმართველობის მოდელს. 

 

“მივიჩნევ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე მაინც, არსებული მმართველობის მოდელი – საპრეზიდენტო – უფრო მისაღებია. თუმცა ეს საკითხი შესაძლოა გახდეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი.” 

 

ამჟამად ქვეყანაში ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასახელებასაც ელოდებიან. ტიგრან სარქსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 3 აპრილს გადადგა.

სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი