ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოება ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია – ბრიტანეთის ელჩი

3 ოქტომბერი, 2018 • 2273
სამოქალაქო საზოგადოება ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია – ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი სამოქალაქო სექტორის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

“ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნება და ენერგია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და წარმოადგენს თანამედროვე ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელიც Facebook-ში, ბრიტანეთიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი