“საპარტნიორო ფონდი ასევე სხვადასხვა ფონდები, რომლებიც არის გაბნეული სხვადასხვა სამინისტროების ქვემოთ უნდა გაერთიანდეს და ამის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი, უფრო ეფექტურად მართვადი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი. ჯერჯერობით ვმსჯელობთ ამაზე ბანკი უნდა დაერქვას, თუ ისევ ფონდი უნდა იყოს, შეიძლება ერქვას განვითარების ბანკი, შეიძლება განვითარების ფონდი, ჯერჯერობით დასახელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო არ არის მიღებული. რაც შეეხება მანდატს, მანდატი უნდა იყოს ისეთი, რომ არსებულ კომერციულ საბანკო სისტემასთან არ გადაიკვეთოს. ამ ინსტიტუტმა უნდა დააფინანსოს განვითარების გრძელვადიანი პროექტები, სადაც არის გრძელვადიანი კაპიტალი საჭირო და რა ტიპის პროექტებსაც არსებული კომერციული საბანკო სისტემა როგორც წესი არ აფინანსებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, არ არის გადაწყვეტილი თუ ვინ უხელმძღავნელებს ახალ ინსტიტუტს, თუმცა დავით საგანელიძის კანდიადტურა განიხილება:
“საპარტნიორო ფონდს ყავს ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელობა და ახალ ინსტიტუტს ვინ უხელმძღვანელებს ამაზე ალბათ კონსენსუსით მიიღება ახალი გადაწყვეტილება. მსჯელობა მიდის, მაგრამ არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი, რომ იქნება გეტყვით”, – განაცხადა მინსიტრმა.





