ახალი ამბები

ბაზალეთში ყოფილ პანსიონში აფეთქება მოხდა, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

3 ოქტომბერი, 2018 • 1528
ბაზალეთში ყოფილ პანსიონში აფეთქება მოხდა, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

ბაზალეთში, ყოფილი პანსიონის შენობაში, სადაც ამჟამად ახალგორიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, დილით აფეთქება მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, აფეთქება გაზმა გამოიწვია.

რაც შეეხება დაშავებულებს, შსს-ს ინფორმაციი, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასწრულწლოვანი. დაზარალებულნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე ელექტრო- ან თბოენერგიის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი