ახალი ამბები

ანონსი – 10 აპრილი

10 აპრილი, 2014 • • 1518
ანონსი – 10 აპრილი

10:30- სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ICOMOS საქართველოს ორგანიზებით, პროექტის “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის” ფარგლებში, მე-9 საერთაშორისო ვორკშოპი გაიხსნება.
თემა: ტრადიციული ცოდნის გამოყენება მემკვიდრეობის რესტავრაციის წარმოებაში.

11:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: არჩევნები, გაერთიანებული ოპოზიცია და მერობის კანდიდატები, შს მინისტრის განცხადება, შესაძლო არეულობა ქვეყანაში, უკანონო მოსმენები.

11:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:00 –  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხურჩაში მოსახლეობას შეხვდება. 

11:00 –  კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ანტიკრიზისული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე ღრმაღელის სათავო ნაგებობაზე თბილისის საკრებულოს დეპუტაციას დედაქალაქის წყალმომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტისა და კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გააცნობს. 
შეკრების ადგილი: 10:45 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ, თემქიდან ასასვლელ გზაზე.

11:30 –  “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მელნიკოვის საქმე. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.თემა: შს მინისტრის განცხადება, შესაძლო არეულობა ქვეყანაში, უკანონო მოსმენები, ერეკლე კოდუას ძებნა ინტერპოლით. 

11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტსა და თავდაცვის სამინისტროში არსებულ ტენდერებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

12:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

12.00 –  “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე ამომჩეველთან შეხვედრას გამართავს. 
მის: ვაგზლის მოედანი. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია.

12:00- “პრაიმტაიმის” პრესკლუბში მანჩო გიორგობიანი 8 აპრილს რუსთაველზე ნიკა მელიასთან მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 – პარლამენტში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: რუსთაველის გამზ. #8 

12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

12:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი იოსებ ბრეგვაძე და კლინიკა “ენმედიცის” გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სამინისტროსა და კლინიკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმები.

12:30 –  “პირველ პრესკლუბში”, მოძრაობა “დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის” ლიდერი ანდრო ბარნოვი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: დაუფარავი კოლაბორაციონიზმი და საზოგადოების ერთიანობისთვის შექმნილი საფრთხე – მმართველი კოალიციის პოლიტიკის შედეგები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

13:00 –  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზუგდიდში, საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.

13:00  სასტუმროში “რედისონ ბლუ”, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული “შეღავათიანი აგროკრედიტოს პროექტის” შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

13.00 – არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები.
მის: ბახტრიონის ქ. #11ბ, ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ოფისი
საკონტაქტო პირები: ანა ლობჟანიძე – 593 76 78 72; ნინო ირემაშვილი – 579 99 46 70

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13.00 – საკრებულოს თავმჯდომარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდება.
მის: საირმის ქუჩა, კორპ. # 2 (პირველ ექსპერიმენტალურ სკოლასთან)

13:00-  “რეპორტიორის” პრესკლუბში, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გიორგაძე ბრიფინგს გამართავს.

13:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, სტუდენტები ნიკოლოზ ჩომახიშვილი და თორნიკე ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავენ და ილიას და აკაკის ძეგლთან დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სასამართლოდან მიღებულ პასუხს საზოგადეობას გააცნობენ.

13:30 –  “ფრონტლაინ ჯორჯიას” ოფისში ასოციაცია “მწვანე ტალღა” პროექტის “მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში, ფარგლებში ჩატარებული მესამე ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ლადო ასათიანის ქ. № 62 (ყოფილი ენგელსის № 62 )

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. 

14:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში, “საკონსტიტუციო კონგრესის” დამფუძნებელი თენგიზ დიხამინჯია განცხადებას გააკეთებს. 

15:00 – საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში (დელისის მესამე ჩიხი), გაიმართება იაპონიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ “V4 (ვიშეგრადის ოთხეული) პლუს იაპონია” ფარგლებში ერთობლივად დაფინანსებული პროექტის საზეიმო ხელმოწერის ცერემონია.

16:00- “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში, პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: აბულაძის ქ. #8 საკონტაქტო ტელ: 577 209 000 

16:00 – სასტუმრო “ვერე პალასში” მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI კამპანიის “არა ფობიას!” ფარგლებში, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
საკონტაქტო ტელ: 599 54 55 19; 593 10 84 09

მასალების გადაბეჭდვის წესი