ახალი ამბები

რუსეთი რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” მაუწყებლობას წყვეტს

9 აპრილი, 2014 •
რუსეთი რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” მაუწყებლობას წყვეტს

სააგენტო “როსია სევოდნიას” [«Россия сегодня»] დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა “ამერიკის ხმას” კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ მიწერა, “ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას.” 

 

“მოსკოვმა არასწორი გზა აირჩია და გადაწყვიტა სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. რუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის არხი Russia Today, რომელიც კისელიოვის მმართველობის ქვეშაა, აშშ-სა და მთელი მსოფლიოში ხელმისაწვდომია. რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ ინფორმაციის ასეთივე ხელმისაწვდომობას,” განაცხადა ჯეფრი შელმა, BBG-ს ხელმძღვანელმა.  


დიმიტრი კისელიოვი, რომელიც ანტიდასავლური გამონათქვემებით არის ცნობილი, რუსეთის იმ მოქალაქეთა სიაში მოხვდა, რომელთა მიმართ ევროკავშირმა რუსეთის ყირიმთან მიმართებაში განხორიელებული ქმედებების გამო სავიზო და საფინანსო სანქციები დაუწესა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი