ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირის წარმომადგენელი: აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

9 აპრილი, 2014 • • 1720
ევროკავშირის წარმომადგენელი: აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

ინფორმაციას ყარაბაღის საინფორმაციო პორტალი და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.


“ჩვენ მივიჩნევთ, რომ დიალოგი პრეზიდენტებს შორის გაგრძელდება, რამდენადაც ის არის ერთადერთი გზა უამრავ საკითხში პროგრესის მისაღწევად,”- განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა აზერბაიჯანში. 

 

მისივე თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს როგორც ბაქოში, ასევე – ბრიუსელში.

 

“ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები ისევე ინტენსიურად გაგრძელდება, როგორც წინა წლებში. ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის კარგი თანამშრომლობაა. ჩვენ ვცდილობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის არსებულ საკითხებზე უფრო სიღრმისეულად ვიმუშაოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი