ახალი ამბები

მაჭავარიანი:უპრეცედენტოდ იზრდება სახელმწიფო ვალის რაოდენობა

9 აპრილი, 2014 • • 959
მაჭავარიანი:უპრეცედენტოდ იზრდება სახელმწიფო ვალის რაოდენობა

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, ხოლო საგარეო ვალი იზრდება: 


“2014 წლის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თებერვალში  ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5,4 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,7 პროცენტი შეადგინა, რაც განპირობებულია იმით, რომ შარშან, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ იზრდებოდა და შარშანდელი ეკონომიკური ზრდა, მთავრობის დაპირების მიუხედავად, ნაცვლად 6%-ისა იყო –  2,4%-ი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა.” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 


“მთავარი გზავნილი ჩვენი ოპონენტებისა იყო ის, რომ ვალი იზრდება და შვილიშვილებს ვალებს უტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მრავალჯერ ავუხსენით, რომ საგარეო ვალი მცირდებოდა, როცა წამოვედით მთავრობიდან, სადღაც 30 პროცენტის ფარგლებში დავტოვეთ ეს მაჩვენებელი, მაინც საზოგადოებამაც დაიჯერა, რომ რაღაც საშიშროებასთან გვქონდა საქმე. უპრეცედენტოდ გაზრდილია საგარეო ვალის რაოდენობა, 2014 წლის ბოლო 2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი – 46 მილიონი ლარით. შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად დაფიქსირდა. 2013 წელს საგრძნობლად არის გაზრდილი საგარეო ვალიც. ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს 1,345 მილიარდი ლარის შიდა ვალი აღნუსხა. 2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კი, ქვეყნის საშინაო ვალმა 1,491 მილიარდ ლარს მიაღწია. ანუ 2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა. წინათ შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა არათუ 2 თვის განმავლობაში, არამედ ერთწლიან პერიოდშიც არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად: 2013 წელს 2012 წელთან შედარებით შიდა ვალი მთლიანობაში 114 მილიონი ლარით გაიზარდა, 2012 წელს ფინანსთა სამინისტროში 1,231 მილიარდი ლარის შიდა ვალი გაიწერა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს პირველად დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით საგადასახადო შემოსავლებს დააკლდა  630 მლნ. ლარი” – განაცხადა მაჭავარაიანმა. 


მაჭავარიანის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტი რეალურად დაგეგმილია იმაზე ნაკლებით, 100 მილიონით, ვიდრე ის იყო დაგეგმილი 2013 წელს: 

 

“2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8%–იანი ზრდით არის დაგეგმილი 2013 წელთან შედარებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ზრდა საგადასახადო შემოსავლების ნაცვლად ვალდებულებების ზრდის ხარჯზე ხორციელდება. 2014 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 6 820 მლნ. ლარს შეადგენს და იგი 100 მლნ. ლარით ნაკლებია დაგეგმილი 2013 წლის გეგმასთან შედარებით, 6 920 მლნ. ლარი. 2014 წლის მარტის თვეში შემოვიდა 685 მლნ ლარი, რაც დოლარულ ექვივალენტში შეადგენს  392 მლნ დოლარს, ხოლო 2013 წლის მარტში შემოსული იყო 709 მლნ ლარი, რომელიც დოლარულ ექვივალენტში შეადგენს 429 მლნ დოლარს. რაც შეეხება საგადასახადო შემოსულობებს – პირველი კვარტლის გეგმა იყო 2 099,1 მლნ. ლარი. შესრულებამ შეადგინა 2 037 მლნ ლარი, რაც 62 მლნ-ით ნაკლებია. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების გეგმას – საგადასახადო შემოსავლების გეგმა იყო 1 636,8 მლნ. ლარი და მისმა მოცულობამ შეადგინა 1639,3 მლნ. აქვე აღსანიშნავია, რომ  გეგმა ბოლო დღეს, 31 მარტს შევიდა -141 მლნ ლარი, რაც თავისთავად  კითხვის ნიშანს ბადებს” – ამბობს მაჭავარიანი. 

 

 

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, მთავრობამ დოლარის კურსის რყევით საკმაო ხეირი ნახა, რაც ციფრებში შემდეგნაირად გამოიხატება:


“2013 წელს აიკრიფა 1 553 მლნ ლარი, რომელიც დოლარზე გადაანგარიშებით შეადგენს 936 მლნ-ს,  ხოლო 2014 წელს სახელმწიფომ აკრიფა  1 639 მლნ ლარი 936 მლნ დოლარი, ანუ  86–მილიონიანი ზრდა, რეალურად უდრის 0 დოლარს. 2014 – 514მლნ. ლარი : 1,759 = 292$, 440 მლნ. ლარი : 1,748 = 251$, 685 მლნ.ლარი : 1,741 = 393$, 1639 მლნ. ლარი =  936 მლნ. $ , 2013 –  844 მლნ.ლარი : 1,657 = 509,3 $, 709 მლნ.ლარი:1,658=427$, 1553 მლნ.ლარი = 936 მლნ. $ 2014 წლის I კვარტალი პლუს 86 მლნ. ლარი, რაც უდრის 0 დოლარს” – აცხადებს მაჭავარიანი. 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი