ახალი ამბები

ილია მეორემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა [ფოტო]

9 აპრილი, 2014 • • 1273
ილია მეორემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა [ფოტო]

ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპლთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა. მასთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა სასულიერო პირებიც იყვნენ: მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე, გიორგი ზვიადაძე და დავით ისაკაძე.

 

მემორიალთან მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეების რიგები არ წყდება.

“ეს დღე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის. ასევე, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ამ ამბებს თავი შესწირეს. 9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ 1990 წელს მოხდა ტრაგიკული მოვლენები, რამაც ზუსტად ორი წლის შემდეგ განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მე მოვედი იმისათვის, რომ  პატივი მივაგო ამ ადამინების ხსოვნას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

 

დღეს, 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23, ხოლო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 25 წელიწადი გავიდა.

 

ილია მეორე, 9 აპრილი
ილია მეორე, 9 აპრილი

პრემიერი და პატრიარქი
პრემიერი და პატრიარქი

ილია მეორე
ილია მეორე

ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად
ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი