ახალი ამბები

თბილისში ავეჯის საამქრო მთლიანად დაიწვა

2 ოქტომბერი, 2018 • 1664
თბილისში ავეჯის საამქრო მთლიანად დაიწვა

თბილისი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე, ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა ავეჯის საამქრო და შენობაში არსებული ხის მასალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

სამსახურის ცნობით, ხანძროს შედეგად სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი