ახალი ამბები

რუსეთის სასამართლოს დადგენილების გამო უფლებადამცველი ცენტრი “მემორიალი” დაიხურა

9 აპრილი, 2014 •
რუსეთის სასამართლოს დადგენილების გამო უფლებადამცველი ცენტრი “მემორიალი” დაიხურა

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას Amnesty International ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სამართლებრივი ზეწოლა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე,

 

“მემორიალი” არის ერთადერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც რასიზიმისა ქსენოფობიის მსხვერპლებს ეხმარება, მან გადაწტყვიტა რუსეთში თავისი მოღვაწეობა შეაჩეროს, ვინაიდან არ სურს “უცხოური აგენტის” იარლიყით გააგრძელოს საქმიანობა, ან მისი ხელმძღვანელობა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს. 

 

“სასამართლოს ჰქონდა ორი შესაძლებლობა, თუმცა გამოტანილი გადაწყვეტილება არ იყო სამართილიანობისა და ადამიანების უფლებების სასარგებლოდ გამოტანილი. ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც შესაძლოა სხვა არასამთავრობოების მიმართაც იყო გამოყენებული, ამის შესახებ სერგეი ნიკიტინმა, მოსკოვში Amnesty International -ის წარმომადგენლობის დირექტორმა განაცხადა. 

 

მისივე განცხადებით, “რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ართმევს საზოგადოებას შესაძლებლობას მოისმინოს გარკვეული ალტერნატიული აზრი და  საზოგადოების მხრიდან მთავრობის საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობას თრგუნავს. სამიზნე ხდება ყველა, ვისაც ხელისუფლების კრიტიკის გამბედაობა ეყო.” 

 

“მემორიალის” დევნა რუსეთში დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ანგარიში “ბოშები, მიგრანტები, აქტივისტები: პოლიციის თვითნებობის მსხვერპლები”, რომელიც ორგნიზაციამ გაეროს კომიტეტს 2012 წელს წარუდგინა, არის იმის მტკიცებულება, რომ “მემოარიალი” დაკავებულია პოლიტიკური მოღვაწეობით, თუმცა არ არის დარეგისტრირებული “უცხოეთის აგენტად”, რაც, თავის მხრივ, კანონდარღვევაა.

 

2013 წლის მაისში “მემორიალმა” მის მიმართ აღძრული ორივე საქმე მოუგო პროკურატურას. თუმცა 12 დეკემბერს პეტერბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის ახალი შუამდგომლობა აღიარებული იყოს “მემორიალის” საქმიანობა “პოლიტიკურ საქმიანობად” და დაავადებულოს ის, დარეგისტრიდეს როგორც “უცხოეთის აგენტი”

 

დაახლოებით ერთი წლის წინ მიღებული კანონი რუსეთში “უცხოეთის აგენტების” შესახებ ხელსუფლებას აძლევს საშუალებას დააკისროს მსხვილი ჯარიმები და სერიოზული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება და “პოლიტიკურ საქმიანობას” ეწევა, თუმცა, ამავე დროს, ის ამ სტატუსით არ რეგისტრირდება.

 

“ხდება სულ უფრო თვალსაჩინო, რომ რუსეთის ხელისუფლება უდიდესი ძალისხმევით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას,”- აცხადებს სერგეი ნიკიტინი, მოსკოვში Amnesty International -ის წარმომადგენლობის დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი