“დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღე, რომელშიც ერთიანდება სიამაყე, სიხარული, დღესასწაული და ამავე დროს სიმძიმე და გლოვა იმ ადამიანების, ვინც ამ აღტაცების მოსატანად თავისი სიცოცხლე გასწირა. დღეს, ბევრი წლის შემდეგ ვაჯილდოვებთ ადამიანებს, ვინც იმ მომენტში გააერთიანა ერი იმ იდეალის გარშემო, რასაც თავისუფლება ჰქვია”, – განაცხადა პრეზიდენტმა რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ სიკვდილის შემდეგ 9 აპრილს გარდაცვლილთა დაჯილდოვება არა მარტო მათი ღვაწლის აღნიშვნა, არამედ იმის ჩვენებაც, რომ სახელმწიფო არ ივიწყებს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლით და თავგანწირვით შეძლო თავისუფლების დაცვა და მოუტანა თავისუფლება თავის თანამემამულეებს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, რომელიც 9 აპრილს გარდაცვლილებს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭათ, ითვალისწინებს ფულადი პრემიას 6 000 ლარის ოდენობით.





