ახალი ამბები

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება

2 ოქტომბერი, 2018 • 2815
სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება

გუშინ, 1 ოქტომბერს, გადაცემა “არჩევანში” მიხეილ სააკაშვილმა “სოციალური მუშაკი” არასწორ და ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ სხვა ადამიანს, სავარაუდოდ, “სოციალური მუშაკი” “სოციალურ აგენტში” ერევა.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აცხადებს, რომ გადაცემის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილს არ დაუსვა დამაზუსტებელი შეკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ს რამდენჯერმე მიმართეს ასეთი უზუტობების თაობაზე.

ასოციაცია ყველა ჟურნალისტს მოუწოდებს, დაუსვან რესპონდენტებს დამაზუსტებელი შეკითხვა, როდესაც სოციალური აგენტის ნაცვლად სოციალურ მუშაკს ახსენებენ, რადგან ასეთ უარყოფით კონტექსტში ახალბედა პროფესიის წამრომადგენელთა მოხსენიება არ არის პროფესიისათვის სასარგებლო.

“სოციალური მუშაობა ადამიანების მხარდაჭერაზე და დადებითი სოციალური ცვლილებების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროფესიაა, მაშინ, როდესაც სოციალური აგენტი ოჯახების დეკლარაციას ავსებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სოციალური შემწეობის მიღების მსურველთათვის. სოციალური მუშაობა არის მხარდამჭერი პროფესია, ისევე როგორც ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგია, საექიმო საქმიანობა, ხოლო სოციალური აგენტი არის სამსახურეობრივი პოზიცია, რომელსაც ასრულებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები”, – აცხადებს საქართველოს სიციალურ მუშაკთა ასოციაცია.

ასოციაციის განცხადებით, სოციალურ მუშობაზე ინფორმირებულობის დონე ისედაც დაბალია საზოგადოებაში და კიდევ უარყოფით კონტექსტში მისი წარმოჩენა ძალიან აზარალებს როგორც პრფესიას, ასევე, ამ პროფესიის სეკეთეებით პოტენციურ მოსარგებლეებს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს სთხოვს, იყვნენ საზოგადოებისათვის მაქსიმალურად ინფორმატიულნი და სიკეთის მომტანნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი