ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი ცხინვალის ტერიტორიაზე “უპრეცედენტო” სამხედრო წვრთნებს ატარებს

2 ოქტომბერი, 2018 • 2129
რუსეთი ცხინვალის ტერიტორიაზე “უპრეცედენტო” სამხედრო წვრთნებს ატარებს

რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

ოფიციალური ცნობით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში უკანანსკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში საბრძოლო მოქმედებების ახალ ფორმებს და თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებს გამოიყენებენ.

“სამხედროები გამოიყენებენ ასევე სირიაში მიღებულ გამოცდილებას”, –  ამის შესახებ გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსანდრ დვრონიკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

წვრთნებში 8,5 ათსზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. ჩართულია ასევე 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

დღესვე ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია გადმოკვეთეს და შემდეგ დატოვეს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში.

ფოტო: sputnik-ossetia

მასალების გადაბეჭდვის წესი