“ის ბოდვა, რომელიც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, არის სიმპტომატური და საგანგაშო იმიტომ, რომ პირველი, შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ თესავს პანიკას არაფრისგან, იგონებს სრულ სიცრუეს, სრულ სისულელეს, და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველას, ვინც ადევნებს თვალ–ყურს საქართველოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, საგანგაშო სიგნალს უგზავნის, რომ ევრომაიდანის მოწყობა უნდა ვიღაცას

როგორც წესი, არის ხოლმე პირიქით, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ ქვეყანაში არეულობა იქნება და შემდეგ შეიძლება გაკეთდეს განცხადება, რომ ეს ასე არ არის, ჩვენთან მოხდა პირიქით, ხელოვნურად დათესეს პანიკა და შემდეგ დაიმუქრა პრემიერ–მინისტრი, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებს, რაც არ მოხდება და არც ხდება თურმე.  ეს არის აბსურდის თეატრი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ გადაცემა “არჩევანში” საუბრისას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *