ახალი ამბები

ალასანია: საქართველოში მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დავუშვებთ

8 აპრილი, 2014 •
ალასანია: საქართველოში მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დავუშვებთ

თავდაცვის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს გამოეხმაურა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას:

 

 

მე მინდა გითხრათ, რომ თავადცვის სამინსიტრო, საგარეო ძალები არიან სრულ მზადყოფნაში, რომ ნებისმიერი საგარეო საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგება, ჩვენი ძალებით და საშუალებებით იყოს თავიდან აცილებული.

 

ბუნებრივია, ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ძალიან შეურაცხყოფილია მთელი თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები, როდესაც საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ისმის განცხადებები, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ამორალური ხასიათი, რომელიც ეხება ჩვენი მოწინააღმდეგეების, თუნდაც რუსეთის გარკვეულწილად გაპრავებას, მე მინდა გითხრათ, რომ მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ არ დაუშვებს. კანონით შეიძლება ვერ მოთხოვო ადამიანს, იყოს სამშობლოს ერთგული და პატივი სცეს იმ დაღუპული გმირების ხსოვნას. მე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ 2008 წელს ჩვენმა ქვეყანამ 169 სამხედრო მოსამსახურე შეწირა ქვეყნის დაცვას, 20% ჩვენი ქვეყნის არის ოკუპირებული, ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქე გამოდის და ამორალურ განცხადებებს აკეთებს და პრაქტიკულად ძირს უთხრის ყველაზე ძლიერს, რაც არის ამ ქვეყანაში, ეს არის ჯარი, ჩვენი არმია, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია და თავდაცვის სამინსიტრო თხოვს ყველას, ყველა მოქალაქეს, ძალიან წინდახედულად და პატრიოტული გრძნობით შეხედოს იმას, თუ რა ხდება დღეს საქართველოში”, – განაცხადა ალასანიამ.

 

მინისტრის თქმით, უკრაინაში ანტისახელმწიფოებრივი განწყობები ხელშეწყობილი იყო სწორედ ქვეყნის შიგნით განწყობებზე ზეგავლენით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამძაფრებული ყურადღება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატურია:

 

“ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან მაღალი კოორდინაცია, ვატარებთ ყოველთვიურ შეხვედრებს, ვუცვლით ერთმანეთს ინფორმაციას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ყურადღება, რომელიც არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, მათ შორის კონტრდაზვერვითი სამსხურებისგან, მიმართულია სწორეად, რომ საზოგადოება იყოს დაცული, იყოს უსაფრთხო და ეს გამძაფრებული ყურადღება აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია დღევანდელ ვითარებაში.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი