ნაღმზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს სამი სამხედრო დაიღუპა

7 აპრილს, ღამით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ზოლში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე, ექვსი კი დაიჭრა. ინფორმაციას აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფლიქტის ზონაში მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა: 31 მარტსა და 1 აპრილს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან აზერბაიჯანული პოზიციების მხარეს განხორციელებული სროლის შედეგად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ზოლში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აზერბაიჯანიდან და ყარაბაღიდან. 


აზერბაიჯანის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ოფიციალური უწყებები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30-დან 31 მარტის ჩათვლით არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი. სომხეთის ამავე უწყების ცნობით კი, 30 მარტს აღნიშნული დარღვევების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკებში დამკვიდრებული ტერმინილოგია, ------------------------------------------------------------ , --------------------------------------------------------------