ახალი ამბები

ევროპარლამენტარი ქორწინებაზე პრემიერის ინიციატივას სამარცხვინოს უწოდებს

8 აპრილი, 2014 • • 1055
ევროპარლამენტარი ქორწინებაზე პრემიერის ინიციატივას სამარცხვინოს უწოდებს

“სამარცხვინოა, რომ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა წარმოადგინა ეს ინიციატივა კანონპროექტთან ერთად, რომელიც ლგბტ პირების დაცვას ემსახურება. ეს ცვლილება არის ლგბტ პირების დისკრიმინაციის ინსტიტუციონალიზაცია და სხვა არანაირ მიზანს არ ემსახურება”, – აცხადებს ულრიკე ლუნაჩეკი, რომელიც ევროპის პარლამენტის ლგბტ უფლებებზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეცაა. 

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე მაიკლ ქეშმენი ასევე აცხადებს, რომ ეს ინიციატივა სრულებით არ არის მისასალმებელი:

 

“მას შემდეგ, რაც 2000 წელს საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა, საქართველომ აჩვენა ვალდებულება, რომ დაიცავდა ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციისგან. საქართველომ პატივი უნდა სცეს მრავალფეროვნებას და არ უნდა დაბრუნდეს რეპრესიულ და უარყოფით წარსულში”, – აცხადებს მაიკლ ქეშმენი.


ულრიკე ლუნაჩეკი, ევროპარლამენტის წევრი
ულრიკე ლუნაჩეკი, ევროპარლამენტის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი