ახალი ამბები

სპორტის რამდენიმე სახეობა შესაძლოა არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოცხადდეს

8 აპრილი, 2014 • • 1485
სპორტის რამდენიმე სახეობა შესაძლოა არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოცხადდეს

 

ამ საკთხს 2014 – 2020 წლების სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა:

 

“შენარჩუნებულ იქნება სპორტის ეროვნული სახეობები, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, უზრუნველყოფილი იქნება მათი განვითარება. ეს ამოცანები მიღწეულ იქნება შემდეგი ქმედებებით:  სპორტის ეროვნულ სახეობათა გამოცხადება არამატერიალური კულტურის ძეგლებად; სპორტის ეროვნული სახეობების (ლელობურთი, ქართული ჭიდაობა, ხრიდოლი, ისინდი და სხვა.), როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლებისა და ფიზიკური აღზრდის ეროვნული სისტემის შენარჩუნება, სპორტის ტრადიციული ეროვნული სახეობების ორგანული ჩართულობა თანამედროვე სპორტის სისტემაში, მათი პოპულარიზაცია და განვითარება, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

სპორტის სახელმწიფო დოკუმენტი სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა დადგენასა და მათი განვითარების პირობების შექმნასაც ითვალისწინებს:

 

“შეზღუდული რესურსების პირობებში აუცილებელია სპორტის ცალკეული სახეობების პრიორიტეტულ სახეობებად გამოცხადება და აქცენტის გაკეთება მათ განვითარებაზე. სპორტის პრიოროტეტულ სახეობად აღიარების კრიტერიუმებია: სოციალური ფუნქციის შესრულების პოტენციალის კოეფიციენტი, ტრადიციულობა, პოპულარობა, განვითარების შესაძლებლობა, ოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობად აღიარება, ინვესტირების მაქსიმალური ეფექტიანობა, მიღწეული შედეგები. სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა ნუსხას ადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შესაბამის სპორტულ ორგანიზაციებთან კოორდინაციაში და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. დასაშვებია სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა ნუსხაში განსაზღვრული პერიოდულობით ცვლილებების შეტანა.  სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, ხელი შეუწყოს სპორტის პრიორიტეტული სახეობების განვითარებას (შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით). სპორტის სხვა სახეობების განვითარებისთვის პროგრამული საბიუჯეტო დაფინანსება დასაშვები იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (განსაკუთრებული ნიჭის მქონე პირის გამოჩენა სპორტის არაპრიორიტეტულ სახეობაში)”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი