ახალი ამბები

პრემიერი: შს მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს

8 აპრილი, 2014 • • 1064
პრემიერი: შს მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს

 

“თუ რა ინფორმაცია არსებობს დეტალურად, ამის თაობაზე საუბარი ჩემი მხრიდან, მე მგონი, არასწორია. ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, რომ მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც საგანგაშო და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში და, ასე ვთქვათ, იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს რომელიღაც არანორმალურ ადამიანს. მინდა ყველა დავარწმუნო და მაქსიმაულურად მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ჩვნი ხელისუფლების პირობებში ვერავინ შეძლებს დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს სურვილი ან მცდელობა ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება”, – განაცხადა პრემიერმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი