ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თბილისს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

8 აპრილი, 2014 • • 1669
ცხინვალი თბილისს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის მხრიდან აღნიშნულ პროცესს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სპეციალური კომისია აკონტროლებს, რომელიც 2012 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა.


“ეხო კავკაზასთან” საუბარში სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, ამირან დიაკონოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დაზუსტდება და დაკორექტირდება.

 

გამოცემასთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები თემურ ცხურბათი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, ნებისმიერი ხელისუფლების ყოფნის დროს, როგორც ოსი, ისე ქართველი გლეხები ყოველთვის იცავდნენ საზღვრებს.

“თუ ქართველები თავიან საქონელს საძოვრად ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანდნენ, ამისთვის ყოველთვის იხდიდნენ. მაგალითად, აძლევდნენ ცხვარს, ან უბრალოდ, მადლობას უხდიდნენ. როდესაც რაღაც ფორმალური რუკებით საზღვრების მოწყობა დაიწყეს, რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან პრეტენზიები გაჩნდა,”- აცხადებს ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი