ახალი ამბები

6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა, რომ პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ივანიშვილი

1 ოქტომბერი, 2018 • 2165
6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა, რომ პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ივანიშვილი

სამწუხაროდ, 6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ამის შესახებ ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, მმართველი გუნდის შეხვედრაზე განაცხადა.

“თქვენ კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. 12 წლის შემდეგ თანმიმდევრულად ვცვლით იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება, მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ  ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც თვითონ  დააშავეს, ცდილობენ “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნებისგან” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გადააბრალონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ვიდეოჩანაწერს “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი