ახალი ამბები

ნინო ციხისთავმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

7 აპრილი, 2014 • • 2143
ნინო ციხისთავმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრი თეა წულუკიანი ნინო ციხისთავს დღეს შეხვდა და ყვარლის სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის, სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტებისათვის, ასევე ცენტრის საგამოცდო პოტენციალის ამაღლებისა და მაღალი ხარისხის ტესტების შემუშავებისათვის მადლობა გადაუხადა. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ნინო ციხისთავს მინისტრის მრჩევლობა შესთავაზა.

 

თეა წულუკიანი და ნინო ხიხისთავი
თეა წულუკიანი და ნინო ხიხისთავი

ნინო ციხისთავი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ციხისთავს აქვს სასწავლო/სატრენინგო და კვლევითი 17- წლიანი გამოცდილება, როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტისა და მრავალწლიანი პროგრამის დირექტორსა და კოორდინატორს. 

 

არასამთავრობო სექტორში მას მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს, დააფუძნა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „კავკასიის ქალთა ქსელი“. ბოლო წლების მანძილზე რამოდენიმე საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი და ექსპერტი იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. არის რიგი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს წიგნები ქალთა და გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.



მასალების გადაბეჭდვის წესი