სააგენტოს ცნობით, დაკავებულია 70 სეპარატისტი. ხარკოვში მილიციამ ასევე დაიკავა რეგიონული სატელევიზიო ანძა, რომლის აღებასაც პრორუსი აქტივისტები გუშინ ცდილობდნენ.

 

რაც შეეხება დონეცკს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ადმინისტრაციულ შენობას ამ დრომდე პრორუსი აქტივისტები აკონტროლებენ, რომელთაც გუშინ “დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკის” ჩამოყალიბებეის შესახებ განაცხადეს და ვლადიმირ პუტინს ქალაქში რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანა სთხოვეს.

 

დონეცკში პრორუსული აქცის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი და უკრაინის ვიცე–პრემიერი ვიტალი იარემა მართავენ. ამ უკანსკნელმა განაცხადა, რომ მომიტინგეებისაგან შენობის გათავისუფლების პირობა მიღო, თუმცა ქალაქის სამხარეო ადმინისტრაცია ამ დრომდე დემონსტრანტების კონტროლქვეშ რჩება.

 

პრორუსი აქტივისტები დონეცკში
პრორუსი აქტივისტები დონეცკში

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ შეტაკებები ქალაქ ნიკოლაევშიც დაიწყო პრორუს აქტივისტებსა და ადგილობრივი ევრომაიდნის დემონსტრანტებს შორის. დაშავებულია 10 ადამიანი.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებამ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, კერძოდ, ლუგანსკში, ხარკოვსა და დონეცკში, სადაც პრორუსული დემონსტრაციები და მოქმედებები მიმდინარეობს, თავისი ძალები გაზარდა და მზად არის, ნებისმიერ აგრესიას ადეკვატურად უპასუხოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *