ახალი ამბები

11 მილიონი ლარი „საჯარო რეესტრისა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მოსაწყობად

30 სექტემბერი, 2018 • 2959
11 მილიონი ლარი „საჯარო რეესტრისა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მოსაწყობად

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის ფასადისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოებისთვის 11 მილიონ 626 ათასი ლარია გათვალისწინებული.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ ღირებულებით ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. სამუშაოების შესრულების ადგილია თბილისი, დიდი ხეივნის ქ. N3. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და მეექვსე დღეს, 19 ოქტომბერს შეწყდება.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „სმართ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მშენებლობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2017 წლის 2 მარტს გაფორმდა 4 მილიონ 980 ათას ლარზე.

სათავო ოფისის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, როგორც საჯარო რეესტრის სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმშია აღნიშნული, სავარაუდოდ, 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

ამავე ოქმის მიხედვით, სათავო ოფისის მშენებარე შენობის შიდა მოპირკეთების სამუშაოებისთვის საჭირო თანხის ოდენობა – 11 მილიონ 626 ათასი ლარი [დღგ-ს ჩათვლით], სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განისაზღვრა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი