ახალი ამბები

საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და კირილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: მიუღებელი ქმედებაა

29 სექტემბერი, 2018 • 5350
საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და კირილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: მიუღებელი ქმედებაა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

“პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები”.

საპატრიარქოს შეფასებით, “ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება”.

“დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მითუმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი