ახალი ამბები

ღარიბაშვილი მერკელმა გერმანიაში მიიწვია

7 აპრილი, 2014 •
ღარიბაშვილი მერკელმა გერმანიაში მიიწვია

“ეს არის ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების პირველი მიწვევა გერმანიაში. გერმანიისა და საქართველოს მთავრობის მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. მოლაპარაკების ფარგლებში განიხილება როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები,” – განაცხადა მაღრაძემ.

 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში შედგება ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში.

 

“ანგელა მერკელის მიწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ, რომელიც არაუგვიანეს ივნისისა გაიმართება,” – განაცხადა მაღრაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი