ახალი ამბები

კონსტანტინე სურგულაძე: პორტალი tanamemamule.ge დაახლოებით 2 თვეში ამოქმედდება

7 აპრილი, 2014 •
კონსტანტინე სურგულაძე: პორტალი tanamemamule.ge დაახლოებით 2 თვეში ამოქმედდება

“tanamemamule.ge ახლა სატესტო რეჟიმში მოქმედებს, ორ თვეში იქ სრულად ამოქმედდება. ეს იქნება ონლაინ ბაზა, რეესტრი, სადაც ჩვენი თანამემამულეები, ასევე, აქტიური და ქმედითი ორგანიზაციები იქნებიან დარეგისტრირებული. ორგანიზაციებმა ჩვენ უნდა მოგვმართონ, ჩვენ შევიტანთ მათ შესახებ ინფორმაციას, შემდეგ თავიანთი აქტივობების მართვა თავადვე შეეძლებათ, ცალკეულ მომხმარებლებს კი თავად შეეძლებათ დარეგისტრირება. ეს ვებ–გვერდი საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს მათთვისაც და ჩვენთვისაც, მაგალითად, უამრავი ბავშვი იბადება და საკონსულოში არც რეგისტრირდებიან ეს ბავშვები, ეს ჩვენთვის დემოგრაფიულადაც დარტყმაა, ამ საიტის მეშვეობით კი ასეთი ინფრომაციის მიღება შეგვეძლება”, – აცხადებს კონსტანტინე სურგულაძე.


მისივე თქმით, გარდა ზემოთ ჩამთვლილისა, ბევ–გვერდის მეშვეობით აქვე განთავსდება ვაკანსიები:


ვაკანსიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ქართველ დამსაქმებლებსაც შეეძლებათ უცხოეთში მცხოვრები კვალიფიციური თანამემამულეები მოიძიონ და შესთავაზონ დასაქმება”, – განაცხადა მინისტრმა.


კონსტანტინე სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვებ–გვერდი საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, ერთმანეთთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდეთ:

 

“ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ საკომუნიკაციო ჯგუფები, მაგალითად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ავიღოთ, ვთქვათ, ფიზიკოსი ან ექიმი, მათ შეეძლებათ სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთთან ჰქონდეთ კავშირი, მათ შორის ქართველ ფიზიკოსებთან ან ექიმებთან. ექნებათ კონსულტაციის შესაძლებლობა. ასევე ეს კარგი იქნება ორგანიზაციების ურთიერთობებისთვისაც, როცა ერთი ორგანიზაცია ჩაატარებს წარმატებულ ღონისძიებას, ეს იქნება ხილული სხვა ორგანიზაციებისთვისაც”, – განაცხადა მინისტრმა.


 

მისივე თქმით, tanamemamule.ge–ზე განთავსდება ტურისტული ინფორმაცია, ასევე, ონლაინ სკოლა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრიდან ამოქნედდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამისთვის სპეციალურად უნდა მომზადდნენ მასწავლებლები, ასევე, სპეციალური პროგრამა უნდა შედგეს ბავშვებისთვის. სამომავლოდ არსებობს იდეა, რომ შეიქმნას ინტერნეტ ტელევიზიაც.


 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი